გროციუსი ჰუგო


გროციუსი ჰუგო
• (1583-1645) ჰოლანდიელი ფილოსოფოსი, ადამიანის ბუნებით უფლებათა და თავისუფლებათა პირველი საგანმანათლებლო დოქტრინის შემმუშავებელი. მას ეკუთვნის შრომა ,,ომისა და მშვიდობის უფლების შესახებ”. გროციუსის ნაშრომებში განმარტებულია ბუნებითი და ხალხთა სამართალი, აგრეთვე საჯარო სამართლის პრინციპები. გროციუსის აზრით, ადამიანებს აქვთ მიდრეკილება საზოგადოებისაკენ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისაკენ. სამართალი კი წარმოადგენს ნორმებს, რომლებიც მშვიდი და გონიერი ცხოვრების პირობებს უზრუნველყოფს. გროციუსის აზრით, სამართალი ,,ღმერთის ნებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ ადამიანის ბუნებიდან.” მისი აზრით, ბუნებითი სამართალი ადამიანის გონიერი ბუნებიდან მომდინარეობს. გროციუსი ბუნებითი სამართლის ნორმებს მიაკუთვნებს: სხვისი ნივთის უკან დაბრუნებას, სხვისი ქონების მითვისებისაგან თავის შეკავებას, პირობის შესრულების ვალდებულებას, ზიანის ანაზღაურების პრინციპს, დამნაშავისათვის სასჯელის მიზღვას მისი ბრალის მიხედვით.
Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,
• (1583-1645). მას ახალი “იურიდიული მსოფლმხედველობის” მამამთავრადაც მიიჩნევენ. იგი დაიბადა ჰოლანდიის ქალაქ დელფში. უკვე თხუთმეტი წლისამ წარმატებით დაიცვა ორლეანის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი. გროციუსის მიდრეკილება და მისი ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებები, ასევე უკვე ოცდახუთი წლის ასაკში დაკავებული ჰოლანდიის გენერალური ადვოკატის თანამდებობა, გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იგი დაინტერესდა ადამიანის “ბუნებითი უფლებებით”. გროციუსის ცნობიერებაში ადამიანის ღირსებისა და მარადიული ღირებულებების – უფლებების - დამკვიდრების აუცილებლობა კიდევ უფრო გაამწვავა მისმა პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც, როცა მას პოლიტიკური ორიენტაციის გამო 1618 წელს ჰოლანდიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ამის შემდეგ საპატიო ემიგრანტის სახით იგი საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკ XIII-მ მიიღო და მას პენსიაც კი დაუნიშნა. სწორედ ემიგრაციის წლებში შექმნა მან თავისი ცნობილი ნაშრომი “ომისა და მშვიდობის შესახებ”, რომელიც 1627 წელს პარიზში ლათინურ ენაზე გამოქვეყნდა. ბუნებითი სამართლის ცნების ქვეშ მას ესმის “კანონები, ან წესები, რომელთა თანახმად ყველაფერი თვით ბუნების არსიდან გამომდინარე ხდება. სწორედ ამიტომაც ყველა ინდივიდის ბუნებითი უფლებები იმდენად შორს ვრცელდება, რამდენსაც სწვდება მისი, როგორც ინდივიდის, ძალა”. ბუნებითი სამართალი კრძალავს მხოლოდ იმას, რაც არავისთვის არის დაშვებული და რასაც ვერავინ გააკეთებს. სპინოზას აზრით, ბუნებით ადამიანები ერთმანეთისათვის მტრები არიან, აქ მისი აზრი ემთხვევა ჰობსის თეორიას ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ.
Source: მაჭარაშვილი ო. ადამიანის უფლებების განვითარება სამართლის ფილოსოფიაში //ალმანახი № 18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "გროციუსი ჰუგო" в других словарях:

  • გროციუსი ჰუგო დე გროოტი — (1583 1645) ჰოლანდიელი იურისტი და სახელმწიფო მიღვაწე, ბუნებრივი სამართლისა და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიების ერთ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. გროციუსის თანახმად, სამართალი და სახელმწიფო არა ღვთაებრივი, არამედ მიწიერი წარმოშობისაა;… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.